ჯეოპოლი - ყოველთვის თქვენს სამსახურში!

საქართველოში მოქმედი და რეგისტრირებული კომპანია  GEOPOLY წარმოადგენს 1993 წელს სირიის არაბულ რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანიის “POLYSAB”-ის ფილიალს. კომპანია აწარმოებდა ყველა სახის პროდუქტს პოლისტიროლისაგან, რომელიც არის არაალებადი და მდგრადია ნებისმიერი ამინდის, ტემპერატურის ცვალებადობისა და ნესტის მიმართ. იგი გამოიყენება შენობების გარე და შიდა იზოლაციისა და დეკორატიული მოპირკეთებისათვის, ასევე სხვადასხვა კონსტრუქციებში, რომლებიც გამოიყენება არქიტექტურასა და სამშენებლო ტექნოლოგიებში.

წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კომპანიას აძლევს საშუალებას, მსოფლიო დონეზე დაიკავოს  წამყვანი პოზიციები ამ სფეროში.

ჩვენი კომპანია მოქმედებს ევროსტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც დასტურდება მათ მიერ გაცემული ქმედითი სერტიფიკატებით.